„ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით, როდესაც ელვის დაცემა დავინახეთ“ – ყველაზე იღბლიანი კადრი
1 წუთის წასაკითხი
5 დეკემბერი, 2025

Summary
ამერიკელ ფოტოგრაფს, ფილ გარსიას გაუმართლა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მან შეძლო და გადაიღო ელვის შთამბეჭდავი კადრი, ახალ მექსიკოში. მისი თქმით, სურათი ნამდვილი იღბალია.
„ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით, როდესაც ელვის დაცემა დავინახეთ, მე სასწრაფოდ კამერა მოვამზადე. იყო საშინელი ხმა, ძალიან შევშფოთდით და მალევე დავტოვეთ ტერიტორია. ელვამ კი გაანადგურა ხე მილიონ ნაწილად. მისგან არაფერი დარჩა. სამწუხაროა რომ ვიდეო არ ჩავწერე. ამ ადგილიდან მხოლოდ 365 მეტრით ვიყავი დაშორებული. იმდენად ძლიერი ხმა იყო, რომ დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ აღმიდგა სმენა სრულად“ – ფილ გარსია.